ირაკლი ზარქუა ეუთოს თავმჯდომარეს - ქალბატონო ელინა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი - შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან აღარ გვსურს ურთიერთობა

ქალბატონო ელინა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი - შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ელინა ვალტონენმა თავი შეირცხვინა და ის მანდატი დაარღვია, რითაც საქართველოში ჩამოვიდა.

„ის, რაც ეუთოს მოქმედმა ხელმძღვანელმა და ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრა, არაფერში წერია. ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის, დიპლომატიური მანდატის. რა გააკეთა?! რადიკალებთან ერთად დადგა რუსთაველზე, სადღაც 20-30 კაცი იყო. ბუნებრივია, რეაგირება იქნებოდა სწორი და ადეკვატური ჩვენი ხელისუფლებისგან. ის შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი, ბუნებრივია, ჩაიშლებოდა და ჩაიშალა კიდეც. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას, ძალიან აცდენილი არიან ისინი თავიანთ მანდატებს, როგორც ნაწილი ელჩებისა, ასევე თვითონ. ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც მიდიხარ რუსთაველის „პროსპექტზე“ რადიკალებთან, თან ცრუობ და ამბობ მშვიდობიანი მომიტინგეები არიანო. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნენ, ქალბატონო ელინა. თქვენს ქვეყანაში, ფინეთში რადიკალებს ამის მეათედი რომ გაებედათ და მერე ჩასულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ რადიკალებთან დამდგარიყო, მოგეწონებოდათ?! ეს ჩაიდინეთ თქვენ. შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი. თავი შეირცხვინეთ, დაარღვიეთ ის მანდატი, რითაც აქ ჩამოხვედით. როდესაც ჩამოდიხართ აქ ეუთოს თავმჯდომარის მანდატით და ამავდროულად, ხართ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება გმართებთ. შერცხვენილი ხართ და თქვენთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის