ნატო-ს გენერალური მდივანი - ევროკავშირი და ნატო დრონების წარმოების სფეროში თანამშრომლობენ

ევროკავშირი და ნატო დრონების წარმოების სფეროში თანამშრომლობენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი და ნატო ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ვმუშაობთ, რომ ამ ორი ორგანიზაციის სიძლიერე ერთად გამოვიყენოთ. ნატო-ს ხისტი ძალა გააჩნია, რაც შესაძლებლობები და სამხედრო სიძლიერეა, ხოლო ევროკავშირს უზარმაზარი რბილი ძალა აქვს და უზრუნველყოფს ფინანსურ შესაძლებლობებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმებას. ამ კომბინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსები ამის დაყოფას ცდილობენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ასევე, რუტეს ცნობით, ნატო-ს ინიციატივა PURL-ს, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

„ინიციატივის ფარგლებში უკვე 2 მილიარდი დოლარი გამოიყო. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, შვედეთი, დანია და ნორვეგია ინიციატივას უკვე აქტიურად შეუერთდნენ“, - აღნიშნა რუტემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა