„ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ორი მძევლის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ორი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი, რომელიც „ჰამასმა“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ისრაელის ტერიტორიაზეა გადასვენებული.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა უტარდებათ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ პირველი 72 საათის განმავლობაში ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევალი უნდა დაებრუნებინა. თუმცა, მათ დარჩენილი 28 გარდაცვლილი მძევლიდან ისრაელს მხოლოდ დაახლოებით მესამედი გადასცეს.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელს გადასცა ყველა ცოცხალი მძევალი და ასევე ყველა ცხედარი, რომლის გადაცემაც შეეძლო და რომ დარჩენილი ცხედრების მოსაძებნად სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ქვეყნის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალა, მოამზადონ „ყოვლისმომცველი“ გეგმა, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ღაზას სექტორში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე და „საჭირო გახდება საბრძოლო მოქმედებების განახლება.

ამასთან, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ განიხილავს ისრაელისთვის ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლების ნებართვის მიცემას, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და დასძინა, რომ ისრაელის ძალებს შეუძლიათ ბრძოლა განაახლონ როგორც კი ის „ერთ სიტყვას“ ეტყვის.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს