კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარეზე - რამდენიმე „აკაცუკი“ შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას და ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები, ეს არის რეალობა

რამდენიმე „აკაცუკი“ შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას და ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები, ეს არის რეალობა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 14 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მისვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ცხადია, როგორ, საიდან, ვის, რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით და რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ვხედავთ ამ ტიპის ნაბიჯებს, თუმცა გასაკვირიც არაა, იმიტომ, რომ ჩამოვიდა თავის შვილებთან. იცით, რომ ზუსტად გარედან ფინანსდებიან ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც რუსთაველზე იკრიბებიან. რამდენიმე „აკაცუკი“ შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები. ეს არის რეალობა. საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ყველაფერს ხვდება. ყველაფერი ხელის გულზეა. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველაფერი ცხადია, როგორ, საიდან, ვის, რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და რა მდგომარეობაა ზოგადად. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მტკიცე ხასიათით, იმ პრაგმატული პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესი და გავატაროთ ქართველი ხალხის ინტერესი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს