მარგუს ცაჰკნა - ესტონეთმა ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად ელინა ვალტონენს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა

ესტონეთმა ცხრა სახელმწიფოსთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

“ესტონეთმა ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს.

ვაქებთ მის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ერთგულებას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებისადმი.

სრულიად ვუჭერთ მხარს სამხრეთ კავკასიაში მის მანდატს”, - წერს ცაჰკნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები