პრემიერი - მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე - დღეს უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებულები, უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები

უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, დღეს ხარისხის მართვის სისტემა არსებითად ფორმალურია.

„დიდწილად ფორმალურია ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი