დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული ორთაჭალჰესის ხიდი დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული საავტომობილო ხიდი ავარიული იყო. პროექტის მიხედვით, ჯერ შესაბამისი კვლევები ჩატარდა. შემდეგ უკვე ხიდის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. ადგილზე შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამორტიზებული იყო. მოწესრიგდა ტროტუარები, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში იქნა ჩატანილი. მოეწყო ახალი განათების ქსელი LED სანათებით, დამონტაჟდა მხატვრული მინათებები. ხიდი ყველანაირად მოწესრიგებულია და მასზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. პროექტის განხორციელების დროს იყო გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, სხვანაირად მსგავს სამუშაოებს ვერ ჩავატარებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. რეაბილიტაციის შემდგომ, ორთაჭალჰესის ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგენილია.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ისნისა და კრწანისის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები იმყოფებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს