ირაკლი კობახიძე - მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა

მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ხალხის მეტი კეთილდღეობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს და ამ მუდმივ მზადყოფნაში ვეტერანების გამოცდილება ფასდაუდებელია.

„მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას!“- განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს