ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული - რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული

კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებისას 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, არის სამარცხვინო ტყუილი. ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში, სპეცრაზმი სჭირდება როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობაა იმისთვის საჭირო, რომ მოხდეს დაკავება. მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალება გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან. თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში. აგულიანებდნენ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, იმ დღეს რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში ყველა იქნება დაკავებული“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორების დაფინანსებას, კობახიძის თქმით, კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო დაფინანსებული, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე.

„რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსებული იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, მაგალითად ხაბეიშვილი, რომელიც თვეში იღებდა 5 ათას ლარს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი უწყისი, სადაც ხაბეიშვილი იყო ანიტას სახელით გაფორმებული და ერიცხებოდა ყოველთვიურად 5 ათასი ლარი. ასევე, იყო ნოდარ მელაძე, რომელიც პირდაპირ დაფინანსებაზე იჯდა. უწყისი აქ არ მაქვს ნანახი, ისე მაქვს ინფორმაცია. ნოდარ მელაძეც იმავე ადამიანებისგან იღებდა დაფინანსებას. ასევე, დაკვეთებს იღებდა და დღემდე იღებს კონკრეტული ადამიანებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის