გია ვოლსკი მე-12 კლასში სწავლებაზე - შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ მიმართულებაზე - მსჯელობა გრძელდება

პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი სწავლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, დამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხებზე მსჯელობა არ დასრულებულა და ის გაგრძელდება.

„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი სწავლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, დამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება. ასეთი განათლება გვინდა. რაც შეეხება თემას, რომელიც გულისხმობს მე-12 კლასის დამთავრების აუცილებლობას, მე-12 კლასი ფორმალურად, მხოლოდ იმისთვის არის შემოღებული, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იყოს. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ თემებზე განხილვა გავაგრძელოთ. შესაძლოა, შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ მიმართულებაზე. ასე რომ, საკითხებზე მსჯელობა არ დამთავრებულა, მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, ექსპერტები უფრო კარგად მოგახსენებენ ვიდრე მე”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის