თამაზ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, მან სიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ არაფერი იცის და ვერც ტელეფონზე უკავშირდება.

„არ ვიცი, ჩემთან არაფერი არ ჩატარებულა, სტუმრები მყავდა და ახლა გავაცილე. არ დამირეკავს, იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი“, - განუცხადა „ტვ პირველს“ თამაზ თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს