ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება

დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ და აშშ ამას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული მხარე თითქმის მზად არის. უსაფრთხოების გარანტიები უკვე არსებობს ქაღალდზე, იმის შესახებ თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროპას. ჩვენ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, რადგან რუსეთთან საუბარი მხოლოდ აშშ-ს შეუძლია და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „აშშ-ს ესკალაცია არ სურს და ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე შორ მანძილზე მოქმედი სისტემების შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ“.

„ვფიქრობ, რუსებს Tomahawk-ების ეშინიათ. ეს ძლიერი იარაღია და მათ იციან ჩვენ რა ტიპის სისტემები გვაქვს წარმოებაში. ჩვენ ძლიერი სისტემების კომბინაცია გვჭირდება, სწორედ ამიტომ ეშინიათ რუსებს, რადგან იციან რისი გაკეთება შეგვიძლია მათი გამოყენებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, აშშ-ის მიერ Tomahawk-ების გადაცემასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი თუ პესიმისტურად, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „რეალისტურად“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები