Axios - დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე Tomahawk-ების გადაცემას არ აპირებს - შეხვედრაზე არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი მკაცრი იყო

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე Tomahawk-ების გადაცემას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრა „მარტივი არ ყოფილა“, ხოლო მეორე წყაროს თქმით, „შეხვედრა ცუდად წარიმართა“.

„შეხვედრაზე არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი მკაცრი იყო“, - აღნიშნა პირველმა წყარომ.

Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს.

მეორე წყაროს თქმით, ტრამპმა შეხვედრის დროს „რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა და ზოგიერთ მომენტში შეხვედრა ემოციურიც გახდა“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა მოულოდნელად, ორსაათნახევრის შემდეგ დასრულდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები