ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ესაუბრა.

„მათ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დეტალები გავუზიარე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და ევროპაში ყველას გაძლიერებაა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, შემდგომ ნაბიჯებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები განიხილავენ.

„ჩვენ პოზიციებს ვათანხმებთ. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროპელ ლიდერებს შესთავაზა, რომ აშშ-თან ერთად სამშვიდობო გეგმაზე იმუშაონ, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული ღაზას 20-პუნქტიანი გეგმის მსგავსი იქნება.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო