ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით - საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია

დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით და აშშ-ის პრეზიდენტი მართალია. იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ვართ. ამის შეჩერება მნიშვნელოვანია და შემდეგ [ომის დასრულებაზე] საუბრის დაწყება. მაგრამ, საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.

„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები