ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმები რუსეთს რეალობაში აბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები იზრდება, როგორც რუსეთში სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების დიაპაზონის, ასევე სიზუსტის თვალსაზრისით.

მისი თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ფიქსირდება, რაც, „რუსეთის რეალობაში დაბრუნებას უწყობს ხელს“.

„რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შორი მანძილის სანქციების როგორც დიაპაზონი, ასევე სიზუსტე გაიზარდა. ფაქტობრივად, ყოველ ერთ ან ორ დღეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ურტყამენ. ეს კი რუსეთის რეალობაში დაბრუნებაზე მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო