ანა წითლიძე გახარიას პარტიაზე - „ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ - ისინი არიან ხელფასს დახამებული მონები, რომლებიც ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხონ, როგორც „ქოცები“

„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ. ისინი არიან ხელფასს დახამებული მონები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გადაარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.

მისი თქმით, გახარიას პარტიაც ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხოს, როგორც „ქოცები“ და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული, როგორც „ქოცები“.

„რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს „ახევს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს