ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები - დიქტატორები ცდებიან! პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ვერ შეაფერხებს ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის რას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია. ყველამ იცის ამ ქვეყანაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ და ამ პარტიული ორგანიზაციის ჩვეულებრივი დანამატი. ჩვენ გვითქვამს არაერთხელ და გავიმეორებ, რომ როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქვეყნის შიგნით გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ რუსული საოკუპაციო რეჟიმი არ დამარცხდება. როგორ, რა ფორმით ამას საზოგადოება ნახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები და მისი თითოეული წევრის მოტივაციაა, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ ცხადია ვაპირებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და გავასაჩივროთ. მოლოდინი იმის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამაბრკოლებელი ან ის გაითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის მთლიანად არაკონსტიტუციური პროცესი, რომელსაც დიქტატორები მაშინ მიმართავენ, როდესაც ხედავენ საფრთხეს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის. დიქტატორები ამ შემთხვევაშიც ცდებიან, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, დამატებით გამოწვევებს გააჩენს თავად ამ პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ვერ შეაფერხებს ვერცერთი ადამიანის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის