მიხეილ სააკაშვილი - 2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა - მაშინ ის პრემიერად მისი თანამშრომლის დანიშვნას გვთავაზობდა, დღეს კი ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია

2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე თვიანი აქციები გაიმართა, რომელსაც როგორც გაირკვა, ივანიშვილი აფინანსებდა - როდესაც აქციები მილევისკენ წავიდა, მან გამოგვიგზავნა წერილი და როგორც გამოსავალს, მისი თანამშრომლის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გვთავაზობდა - დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, „დღეს რაც ხდება, სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი“.

„ეს ადრე არასდროს მომიყოლია - 2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა რამდენიმე თვიანი აქციები. ქალაქის ცენტრი კარვებით გადაიკეტა. როგორც ცოტა უფრო გვიან გაირკვა, ამ გამოსვლებს ივანიშვილი აფინანსებდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ არანაირი ძალა არ გამოგვეყენებინა, რაღაც დროის შემდეგ აქციები აშკარად მილევისკენ წავიდა და ამ დროს ივანიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი (როგორც წესი დაბეჭდილ, ხელმოუწერელ წერილებს თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, ჩრდილელის ხელით აგზავნიდა)

ამ წერილში ის წერდა, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას და როგორც გამოსავალს გვთავაზობდა მისი თანამშრომლის პრემიერ მინისტრად დანიშვნას, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და რომელსაც ივანიშვილი ენდობოდა. გვარი არ იყო დაკონკრეტებული თუმცა ადვილი მისახვედრი იყო.

დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას.

დიახ, დღეს რაც ხდება, სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი. „ქოცები“, რომელთაც მეხსიერება სილქნეტზე უფრო მოკლე აქვთ, სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს.

ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!“,- წერს სააკაშვილი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი