ეკა ბესელია - ვახო სანაია მხნედ და ჯანმრთელადაა, ადგილზე მოპყრობის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, ეთიკურად ექცევიან - ვისაუბრეთ დაკავების დეტალებზე, პატიმრობა უკანონო იყო, რადგან ეს მისი პროტესტის პროპორციული ზომა არ იყო

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ვახო სანაია მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოინახულა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბესელია განმარტავს, სანაია თავს კარგად გრძნობს.

„მხნედ, ჯანმრთელადაა, ადგილზე მოპყრობის თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, კორექტულად, ეთიკურად ექცევიან. იქ ტელევიზორი არ აქვს და ერთადერთი, რაზეც ვდარდობ, არის ის, რუსთაველზე რა ხდება, თუ იკრიბება ისევ ხალხიო, რადგან რუსთაველის წერტილის შენარჩუნება, როგორც პროტესტის მთავარი ეპიცენტრის, მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ყველას ამას ვეკითხებიო. ვისაუბრეთ დაკავების დეტალებზე, რა თქმა უნდა, პატიმრობა უკანონო იყო ერთმნიშვნელოვნად, რადგან პატიმრობა მისი პროტესტის პროპორციული ზომა არ იყო, კანონი კი, რომელსაც თავად ასაჩივრებს, არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი პროტესტი სრულიად ლეგიტიმური იყო, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობაც უკანონოა. დანარჩენი, თავს მხნედ გრძნობს, დავპირდი, რომ ეს დღეები ვინახულებ, ყოველდღე ვნახავ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა“, - აცხადებს ბესელია.

რაც შეხება იმ ფაქტს, თუ რა რეაქცია ჰქონდა, კოლეგის, ქეთა ციცქიშვილის დაკავების ფაქტზე, ბესელია პასუხობს, რომ სანაიამ მას პირველი სწორედ ქეთა ციცქიშვილან დაკავშირებით ჰკითხა.

„როცა შევედი, პირველი ქეთას ამბავი იკითხა. არ იცოდა, რა შეუფარდეს, ადვოკატისგან მისი დაკავება იცოდა, მაგრამ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არ იცოდა, ამაზე ღელავდა, მაგრამ თქვა, რომ ქეთაც ძლიერია“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახო სანაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინწინ შეუფარდა. მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას შსს ითხოვდა. ვახო სანაიას რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს