ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ კითხვაზე - არ მინდა ამ საკითხებში შევიდე, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა - პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის

მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ამასთან, კითხვაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ ინფორმაციის გაცემის უფლება მას არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.

„მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გამოძიებას უნდა კითხოთ. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი, მე უფლება არ მაქვს. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. ყველაფერი ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები - ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს