ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაზა ვაშაყმაძე შეეხო ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივას და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეგობრობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

„შეხვედრის დასაწყისში, სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიულოცა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება, თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა იმედი, რომ სააგენტოსა და საელჩოს შორის მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. მან ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ, კერძოდ - სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობისა და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ძირითადი უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ზაზა ვაშაყმაძე შეეხო ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივას და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეგობრობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

ელჩმა ვალიდ აბუ-ჰაიამ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მან ხაზი გაუსვა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების თბილ და განსაკუთრებულ განწყობას საქართველოსა და ქართველების მიმართ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი და პროტოკოლის სამსახურის მენეჯერი, ნათია გუდაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა