ლევან დავითაშვილი მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს და საქმიანობას კერძო სექტორში აგრძელებს

ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს.

შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თავად დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში აგრძელებს მუშაობას.

„კი, კერძო სექტორში გადავიდა. შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი. თავიდან ბოლომდე მას ვეყრდნობით, როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 24 ივნისს დატოვა. როგორც კობახიძემ იმ დღესვე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს