მარია ზახაროვა - ინფორმაციულ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა არ მიიღოთ - სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის თარიღზე ინფორმაცია როგორც კი გვექნება, გაგიზიარებთ

სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის თარიღის შესახებ ინფორმაცია როგორც კი გვექნება, მაშინვე გაგიზიარებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ადგილობრივ მედიას მოუწოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შესაძლო შეხვედრის თარიღის შესახებ „ინფორმაციულ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა არ მიიღონ“.

„დღეს, სერგეი ლავროვმა ამ თემასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ ყურადღება გაამახვილა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როდესაც ინფორმაცია გვექნება, რომლის გაზიარებასაც შევძლებთ, ამას მაშინვე გავაკეთებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ლავროვსა და რუბიოს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ, გამოცემა Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ, შესაძლოა, ლავროვისა და რუბიოს შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის