ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ხარჯების 324.7 მილიარდი გრივნით გაზრდის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების 324.7 მილიარდი გრივნით (დაახლოებით 7.7 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილებები გუშინ დაამტკიცა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის განმარტებით, რესურსი დაფარავს წლევანდელ პრიორიტეტულ საჭიროებებს. მათ შორის: 156 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიყოფა სამხედრო პერსონალისთვის ფულადი დახმარებისა და დამატებითი ანაზღაურებისთვის, 108 მილიარდ გრივნამდე დაიხარჯება სამხედრო ქვედანაყოფების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის, კერძოდ, დრონების შეძენაზე, თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გამოყოფილი რესურსი ასევე დააფინანსებს სამხედროებისა და მათი ოჯახების მიმართ სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების შესრულებას.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო