რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცაგარეიშვილმა რეჟისორს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

აღნიშნულის მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა, რომლის თანახმად უწყება თავართქილაძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, თავართქილაძე პოლიციაში თავად გამოცხადდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ცაგარეიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით გიორგი თავართქილაძე ჯერ 100 ლარით, შემდეგ კი, 200 ლარით დააჯარიმა.

გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი სურვილით 21 ოქტომბერს გამოცხადდა და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის