ანტონიო კოშტას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტს დაესწრება, - ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ ხვალ ევროპული საბჭოს სამიტზე პრეზიდენტ ზელენსკის ვუმასპინძლებ. განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი ერთგულება მყარია. კურსი ნათელია. მშვიდობის მიღწევის მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და უკრაინის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც უკრაინისა და ევროპული თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო