შვედეთის პრემიერი - უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს - ეს დიდი გზის დასაწყისია

უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ წამს მოვაწერეთ ხელი განზრახვის წერილს. ეს შვედეთსა და უკრაინას შორის განზრახვის წერილია, და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელიც ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს დიდ საექსპორტო შეთანხმებასთან Saab-ისთვის, შვედეთისთვის, უკრაინასთან ერთად…

საუბარია დიდი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, სავარაუდოდ, 100-დან 150-მდე E სერიის Gripen მოდელის თვითმფრინავებზე, რომლებიც ახლა იწარმოება ან რომელთა წარმოება იწყება. ეს იმისთვის არის, რათა უკრაინაში ძალიან ძლიერი საჰაერო ძალები ავაწყოთ”, - განაცხადა კრისტერსონმა.

მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “მომდევნო 10-15 წლის დიდი გზის დასწყისია”. ამავდროულად, კრისტერსონის თქმით, ეს “დიდხნიანი ამბიცია” არ ნიშნავს, რომ შვედეთს არ ესმის რუსული აგრესიის შესაჩერებლად საშუალებების უკრაინის დიდი საჭიროება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები