ირაკლი კობახიძე - 1 წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება - არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 3 700 000 ადამიანზე

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში, „რადგან არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 3 700 000 ადამიანზე“.

„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 3 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, პროტესტი არ არსებობს, და რეალურად, აქციები არის „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია“.

„[გზას] ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა. ანუ ყველას დაკავებაც არ ხდება, ასე გამოდის, 50 კაცი კეტავს ქუჩას, აქედან 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში