ვოლოდიმირ ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია - ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციები

ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტა ყველას გვჭირდება. მაგრამ, რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო. ომის დასასრულებლად პუტინზე ზეწოლა გვჭირდება. ზეწოლა სანქციებს, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებასა და თავდაცვის სისტემებს გულისხმობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციები. ეს კარგი გზავნილია სხვა ქვეყნებისთვის, რომ სანქციებს შეუერთდნენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ტერიტორიული დათმობები არ იქნება“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო