დიმიტრი მედვედევი - აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა - ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა

აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირებას.

„ტრამპმა ბუდაპეშტის სამიტი გააუქმა. აშშ-მა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კიდევ რა იქნება ? Tomahawk-ების გარდა ახალი იარაღი იქნება? თუ კომენტატორებიდან ვინმეს ილუზია ჯერ კიდევ ჰქონდა - აი, ეს მიიღეთ. აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა, ხოლო მათი საუბრის მოყვარული „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთთან ომის გზას ბოლომდე დაადგა. დიახ, ის ჯერჯერობით ბანდერული კიევის მხარეს სრულად არ იბრძვის, მაგრამ ეს ახლა მისი კონფლიქტია და არა მარაზმატიკი ბაიდენის! რა თქმა უნდა, იტყვის, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და კონგრესმა მასზე ზეწოლა მოახდინა. ეს მთავარს არ ცვლის: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი შეშლილი ევროპის მხარეს სრულად დადგა“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებას „აშკარა დადებითი მხარე აქვს“.

„ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ბანდერულ სამალავებს ნებისმიერი სახის იარაღით დავარტყათ, ყოველგვარი მოლაპარაკებების გათვალისწინების გარეშე და გამარჯვებას იქ მივაღწიოთ, სადაც ეს შესაძლებელია - ხმელეთზე და არა საკანცელარიო მაგიდასთან, მტრის განადგურებით და არა უაზრო „შეთანხმებების“ დადებით“, - აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა