ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„ჩვენ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ პოზიციები შევათანხმეთ. ახლა ომის დასასრულებლად და რუსეთის შესაჩერებლად რეალური შანსი არსებობს. ამის მისაღწევად, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმება უნდა დავასრულოთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა.

„ასევე, განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. საფრანგეთს და პირადად ემანუელს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო