ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთი რუსეთს ეხმარება და დაინტერესებული არ არის უკრაინის გამარჯვებით

ჩინეთი რუსეთს ეხმარება და უკრაინის გამარჯვებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩინეთი ნამდვილად ძალიან მძიმე საკითხია - რთული. სი ძინპინთან მუდმივი დიალოგიც კი არ გვაქვს. გარკვეული სატელეფონო საუბრები გვქონდა, მან მითხრა, რომ იარაღს არ მიყიდდა [რუსეთს]. ნამდვილად არაფერი ვიცი შეიარაღების პაკეტების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი - ჩინეთი რუსეთს ეხმარება. არ ეხმარება უკრაინას, დაინტერესებული არ არის ჩვენი გამარჯვებითა და რუსეთის დამარცხებით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის. მისი თქმით, ჩინეთი დაინტერესებული არ არის აშშ-ისა და ევროპის ერთიანობით.

“და ისინი [ჩინეთი] დაინტერესებული არ არიან სუსტი რუსეთით. ვფიქრობ, ისინი ამიტომ ეხმარებიან რუსეთს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო