მზია ამაღლობელს „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო მიანიჭეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ვენაში „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო მიანიჭეს. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

ჯილდო შვიდ ჟურნალისტს მიენიჭა - საქართველოდან, შეერთებული შტატებიდან, ღაზის სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან „გამორჩეული სიმამაცისთვისა და სიმყარისთვის თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში“.

„მისი დევნა და მიმდინარე პატიმრობა მზარდი ავტორიტარიზმისთვის მედიის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. ამაღლობელის საქართველოს დამოუკიდებელი მედია ლანშაფტის გასავითარებლად ათწლეულების მუშაობამ ქართველი ჟურნალისტების თაობები შთააგონა - რომლებიც ახლა უარს ამბობენ გაჩუმებაზე, მთავრობის უკიდურესი ზეწოლის მიუხედავად. ეს ჯილდო პატივს მიაგებს ამაღლობელის სიმტკიცესა და გამძლეობას - და ამით კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯილდო ასევე მიენიჭა: მარტინ ბარონს (აშშ), მარიამ აბუ დაგას (ღაზის სექტორი; გარდაიცვალა 2025 წლის 25 აგვისტოს, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად), გუსტავო გორიტის (პერუ), ჯიმი ლაის (ჰონგ-კონგი), ვიქტორია როშჩინას (უკრაინა; რუსებმა 2024 წელს ტყვეობაში მოკლეს), და ტესფალემ ვალდაიეს (ეთიპია).

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა