უკრაინული მედია - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა და რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ხანძარი დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში გაჩნდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო