Reuters - დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა

დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა 30 ოქტომბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება.

დონალდ ტრამპის ცნობით, სი ძინპინთან შეხვედრაზე სავაჭრო შეთანხმების, უკრაინაში ომისა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების განხილვას გეგმავს.

„ძალიან მინდა, რომ ჩინეთი რუსეთთან დაკავშირებით დაგვეხმაროს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები დავაწესეთ. ვფიქრობ, ეს სანქციები ძალიან ძლიერია. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს. როგორც იცით, პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ კარგი შეხვედრა გვექნება. ვფიქრობ, კარგ შეთანხმებებს მივაღწევთ. ერთ-ერთი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაა“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს