ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმებს ძლიერი სახელმწიფოების მიერ რეალური თანამშრომლობის შედეგად პასუხი უნდა მოჰყვეს

რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმებს ძლიერი სახელმწიფოების მიერ რეალური თანამშრომლობის შედეგად პასუხი უნდა მოჰყვეს, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას კვლავ შეუტია, ამჯერად ათობით დრონისა და ცხრა ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით. კიევზე დარტყმა განხორციელდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ათობით ადამიანი დაშავდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 770 ბალისტიკური რაკეტა და 50-ზე მეტი „კინჟალის“ ტიპის რაკეტა გაუშვა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „მსგავსი ბოროტების წინაშე მარტო არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს“.

„სწორედ ასეთი თავდასხმების გამო ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ Patriot-ის სისტემებს, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქალაქები ამ საშინელებისგან დავიცვათ. ჩვენს პარტნიორებს აქვთ შესაბამისი სისტემები, რომელთაც უკრაინის დაცვა შეუძლიათ. ამერიკას, ევროპასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუძლიათ უზრუნველყონ ის, რომ მსგავსმა თავდასხმებმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ შეუქმნას“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო