შსს - ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე 2009 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით, 2009 წელს დაბადებული ა.მ. ფონიჭალაში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ა.მ. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს