ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ - ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას

რუსეთმა წუხელ ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ქალაქის რამდენიმე რაიონში ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ბავშვები, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი განცხადებით, რუსების მთავარი სამიზნე საცხოვრებელი შენობები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.

„მხოლოდ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 200-მდე თავდასხმის დრონი, 1 360-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დარტყმების მიუხედავად, უკრაინა აქტიურად იცავდა თავს ბრძოლის ველზე, ცაში და დიპლომატიის გზით.

„რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია: ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი და აშშ-ის ახალი სანქციები რუსული ნავთობის წინააღმდეგ. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების ამ ნაბიჯებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ არ გავჩერდეთ“,-აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, საჭიროა დამატებითი ტარიფები და სასანქციო შეზღუდვები რუსეთისა და ყველა მისი ხელშემწყობის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამაში წვლილი შეაქვს“, - აცხადებს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები