ჭიათურის მერია - საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი - ეს იყო სკოლის მოსწავლეების მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან „საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი“.

მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელიც ფოტოზე ჩანს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.

ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ჭიათურის მუნიციპალიტეტმა “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოები განათავსა მათივე სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ ფოტოზე კი ჩანდა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ჩანდა სიცარიელე. ფოტოს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, ფოტო მუნიციპალიტეტმა გვერდიდან წაშალა და შესაბამისი განმარტებით ახალი განცხადება და ფოტო გამოაქვეყნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის