ლევან ცუცქირიძე - არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები - ახლა არის მომენტი, როდესაც წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, ხვალ დამატებით ვიტყვით ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც გადავდგამთ

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პროტესტი არსად წასულა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება.

როგორც ცუცქირიძემ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტი მსვლელობა - „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ მიმდინარეობს, განაცხადა, დღევანდელი შეკრება წარმოადგენს ერთწლიან სიმბოლოს - იმ დღიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებას არა მხოლოდ ხმები, არამედ თავისუფლებაც და მომავალიც წაართვა“.

„დღევანდელი შეკრება აღნიშნავს იმას, რომ ერთი წელის შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენთვის არა მხოლოდ ხმები წაერთმია, არამედ თავისუფლებაც და მომავალიც, ამასთან ეგონა, რომ დავიშლებოდით, დღეს ვიკრიბებით იმის სათქმელად, რომ არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, პროტესტი არის წინააღმდეგობის მთავარი ფორმა, თუმცა მხოლოდ აქციებით შემოფარგვლა არ უნდა მოხდეს:

„პროტესტის გამოხატვა არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. ეს აჩვენებს იმას, რომ აქ ვართ, დაუკმაყოფილებელია ჩვენი მოთხოვნები და არ ვეგუებით იმ უსამართლობას, რაც ხდება. გარდა პროტესტის გამოხატვისა, სხვა გზებიც უნდა იყოს გამოყენებული, რაც არის დიპლომატიური და პროტესტის სხვა შესაძლებლობები. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენი წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე. ამასთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანს“ ხვალ, 11:00 საათზე, გვექნება ბრიფინგი და დამატებით ვიტყვით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც გადავდგამთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნები რომ მოესმინა, პროტესტი არ გახდებოდა საჭირო.

„ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს, რომ უსმენდეს, აქამდე გაიგებდა. მათ არ სურთ ხალხის მოსმენა, მაგრამ პატივს სცემენ ძალას. ერთადერთი ენა, რაც მათ ესმით ეს არის ძალის ენა, ამიტომ ჩვენ, მშვიდობიანი და დემოკრატიული ძალა ვაჩვენოთ ყველას - ერთმანეთსაც და საერთაშორისო თანეგობრობასაც“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა