დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე - მან რაკეტების გამოცდის ნაცვლად  ომი უნდა დაასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის შესახებ განცხადება „შეუსაბამო“ იყო.

„მან ომი უნდა დაასრულოს. ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მალე მეოთხე წელს უახლოვდება. სწორედ ეს უნდა გააკეთოს მან რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდა „იარაღის ჟღარუნი“.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა „ბურევესტნიკის“ რაკეტა, რომელსაც, მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს