ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას თუ ვინმე აზიანებს, აზიანებენ ევროპარლამენტარების და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი, ცარიელ რიტორიკასა და ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას თუ ვინმე აზიანებს, აზიანებენ სწორედ ეს ყოვლად დაუსაბუთებელი, ცარიელ რიტორიკასა და ტყუილზე დაფუძნებული ევროპარლამენტარების და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლების განცხადებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რიგმა ევროპარლამენტარებმა „უნდა გაიგონ, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველო მათ ტყუილზე დამყარებული ნარატივებისა და დღის წესრიგის მონაწილე არ იქნება“.

„ამიტომ, არ გვინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე გავხდეთ. მათ უნდა გაიგონ, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველო მათ ტყუილზე დამყარებული ნარატივებისა და დღის წესრიგის მონაწილე არ იქნება. სანამ ობიექტურობას და ობიექტურ შეფასებებს არ დაუბრუნდებიან, მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოდირისა და ეუთოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს არ წაიკითხავენ, არ აღიარებენ და არ ექნებათ შესაბამისი დამოკიდებულება, მანამდე ჩვენ ტყუილში თანამონაწილეები ვერ გავხდებით. ამ თანამონაწილეობით მათი ტყუილის დისკურსში უნდა შევიდეთ და ამას არ ვაპირებთ მაშინ, როცა სიმართლე არამხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის, აბსოლუტურად სხვა არის ვიდრე ის ტყუილი, რომელსაც ლამის თვეში ერთხელ ვისმენთ მათგან”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.

როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

ამასთან, მახაშვილის თქმით, პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, რაც „სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენდეს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელ მიდგომა არასწორია“.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო