ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი პირადად იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია, ხალხი არ ჰყავს, მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს.

უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვითაც, „ამჟამად ბრძოლის ველზე არავინ იმარჯვებს“.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირადად იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა.

„რუსეთს ამის გაკეთება არ შეუძლია. მას საკმარისი ხალხი არ ჰყავს. მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია. დღეს ბრძოლის ველზე ჩვენ ძირითადად იქ ვრჩებით, სადაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვიდექით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მისმა გენერლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2025 წელს რუსეთის 346 000 ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს