კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა მზადყოფნა არსებობს

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა შეხვედრისთვის მზადყოფნა არსებობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით კონკრეტული თარიღები უცნობია, თუმცა შეხვედრის ჩასატარებლად მზადყოფნა არსებობს, თუ ექსპერტების მიერ მისი წინასწარ მომზადება მოხდება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, არ იცის, შეიძლება თუ არა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ახალ წლამდე ჩატარდეს.

„ეს არ ვიცი, თუმცა, გახსოვთ რა სწრაფად შევთანხმდით ანკორიჯში შეხვედრის ჩატარების შესახებ“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია