მარგუს ცაჰკნა - უკრაინის კანონიერი ადგილი ევროკავშირშია - ესტონეთი გაფართოებისთვის დაუღალავად იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები, დრონების წარმოება და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა. ასევე, განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უკრაინის ადგილი ევროკავშირშია“.

„ესტონეთის პოზიცია ნათელია: ნატო-ს წევრობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა. ასევე, უკრაინის კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ესტონეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის დაუღალავად იმუშავებს“, - დაწერა ცაჰკნამ X-ზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები