ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელ ლიდერებს ვუთხარი: ათწლეულების განმავლობაში არ ვიბრძოლებთ, მაგრამ უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ უკრაინისთვის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გარკვეული დროის განმავლობაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ათწლეულების განმავლობაში არ იბრძოლებს, თუმცა ევროკავშირმა გარკვეული დროის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა და ევროპელი ლიდერები ამის გაკეთებას ორი-სამი წლის განმავლობაში გეგმავენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ „უკრაინა კვლავ მზადაა კიდევ რამდენიმე წელი იბრძოლოს“.

„მე მათ ვუთხარი: ჩვენ ათწლეულების განმავლობაში არ ვიბრძოლებთ, მაგრამ უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ უკრაინისთვის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გარკვეული დროის განმავლობაში. სწორედ ამიტომ აქვთ მათ მხედველობაში ეს პროგრამა - 2-3 წელი, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს, მაგრამ რეკონსტრუქციისთვის ფულია საჭირო. გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებს უნდა იცოდნენ, რომ ხელფასი აქვთ.

„რადგან ჯერ არ ვიცით, დაბრუნდება თუ არა პუტინი აგრესიით ამ ომის დასრულების შემდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ სტაბილურ მხარდაჭერას მიიღებს უკრაინა პარტნიორებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერა შეიძლება დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივებიდან, რომელსაც უკრაინა იარაღზე ან რეკონსტრუქციაზე დახარჯავს.

„თუ ომი ერთ თვეში დასრულდება, ამ ფულს რეკონსტრუქციაზე დავხარჯავთ. თუ ის არა ერთ თვეში, არამედ გარკვეული დროის შემდეგ დასრულდება, მაშინ იარაღზე დავხარჯავთ. უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპელები ახლოს არიან გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან და თუ ეს მოხდება „ვერავინ შეძლებს მის შეჩერებას“.

„რაც არ უნდა შეიცვალოს, როგორიც არ უნდა იყოს „დიდი შვიდეულის“ მომავალი ლიდერების პოლიტიკა - ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ - ვერ შეძლებს გადაწყვეტილების შეჩერებას, როდესაც უკრაინა ამ თანხებს ტრანშებად მიიღებს და გადაწყვეტს, რისთვის დახარჯავს მას - იარაღისთვის თუ სხვა რამისთვის. ეს ჩვენი პოლიტიკური გამარჯვებაა. ღმერთმა ქნას, ისინი (ევროპა) პოლიტიკურიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადავიდნენ. ისინი ძალიან ახლოს არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის