ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „ფლამინგოს“ და „რუტას“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები წელს არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ფლამინგოსა“ და „რუტას“ გამოყენებით.

მისი თქმით, უკრაინა წლის ბოლომდე რაკეტების უფრო ხშირად გამოყენებას გეგმავს.

„მოხდა „ფლამინგოს“ საბრძოლო გამოყენება, „რუტას“ საბრძოლო გამოყენება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წელს ისინი არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად. ჩვენ ამისკენ მივდივართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, ახალი რაკეტების არაერთხელ გამოყენებამ ეფექტური შედეგები აჩვენა.

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის მიერ გამოყენებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების 90-95% ადგილობრივი წარმოებისაა. ევროპული შორ მანძილზე მოქმედი იარაღიდან უკრაინა მხოლოდ Storm Shadow-ს და მცირე რაოდენობით SCALP-ს რაკეტებს იყენებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო