"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა

საქართველოს უნივერსიტეტს საზოგადოების ინფორმირების მიზნით ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალური ბმული აქვს შექმნილი, სადაც თავმოყრილია უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი და პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის საფუძველზე პროკურატურაში აღძრული საქმის პარალელურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი, გამჭვირვალე და სრულყოფილი ინფორმაცია დავის საგანზე - უნივერსიტეტის მიერ აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე.

უნივერსიტეტმა ქონება შეიძინა საჯარო აუქციონის გზით 3.675.000 აშშ დოლარად, რაც დაფინანსდა საფინანსო ინსტიტუტიდან აღებული სესხით. აღნიშნული პროცესი განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამჭვირვალე პრივატიზაციის ფარგლებში.

აღნიშნულ ბმულზე დაინტერესებული მკითხველი აღმოაჩენს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნივერსიტეტმა კეთილსინდისიერად შეასრულა აუქციონის პირობებით ნაკისრი ყველა ვალდებულება - დღეს ის ასაქმებს 1500-ზე მეტ თანამშრომელს, ჰყავს 10,000-ზე მეტი სტუდენტი და ახორციელებს 60-ზე მეტ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას ყველა საფეხურზე.

აღსანიშნავია, რომ ქონება არ შეძენილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, არამედ ეს იყო სახელმწიფო ქონება, რომელიც საჯარო აუქციონის გზით გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ნასყიდობის თანხა სრულად გადაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში.

ბმულზე ასევე განმარტებულია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის არცერთი შენობა არ არის შეძენილი სიმბოლური ან ნომინალური გარიგებით, ხოლო შენობების დიდი ნაწილი შეძენის მომენტში ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში იყო.

საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით და გამჭვირვალობის პრინციპით - ამასთან, საზოგადოებისთვის ღიაა ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ინფორმაცია.

ხშირად დასმული კითხვები და ოფიციალური განმარტებები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ug.edu.ge/ge/frequently-asked--questions

ქონების შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტები: იხილეთ სრული ნასყიდობის დოკუმენტაცია

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა