„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ჯემალ ანანიძემ, ბათუმის საკრებულოს მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ჯემალ ანანიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრადაა არჩეული და ასევე, პარტიის საპარლამენტო სიაშია, ბათუმის საკრებულოს მანდატის შეჩერების თაობაზე მიმართა.

ცნობისთვის, გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს. ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, რუსუდან თევზაძემ მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა და პარტია დატოვა. „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიიდან რომელი წევრი შეცვლის პარლამენტში რუსუდან თევზაძეს, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საარჩევნო სიის ზოგიერთი წევრი პარტიაში აღარ ირიცხება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი